თავისუფლება პასუხისმგებლობას ნიშნავს. სწორედ ამიტომ ეშინია მისი უმრავლესობას.
ჩვენ გვჯერავს. ბევრი რამის. ადამიანის პოტენციალის უსაზღვრობის, დაჟინების შედეგად მიღწეული წარმატების, ისევე როგორც იმის, რომ კარგ რამეს ვაკეთებთ. მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხის გვჯერა. ჩვენ მათში ვაბანდებთ, და ჩვენი ყველაზე მსხვილი დანაბანდები ნდობაა. ამ დანაბანდებზე სრულ უკუგებას ვიღებთ. დარწმუნებული ვართ, რომ აზროვნების თავისუფლების და პირადი პასუხისმგებლობის შერწყმა აძლიერებს ინიციატივას და შემოქმედებით მიდგომას. შედეგი მუდმივად აჭარბებს მოლოდინებს – შესანიშნავად და დროულად დასრულებული პროექტები, რთული პრობლემების ორიგინალური გადაწყვეტა და, შედეგად, დაკმაყოფილებული მომხმარებლები. ჩვენ არ გთხოვთ, რომ ჩვენი ფილოსოფიის გჯერავდეთ, ჩვენ მოგიწოდებთ: შეამოწმეთ იგი. ქმედებაში.